კომაროვის სკოლის მე-7 კლასში მისაღები გამოცდის საბოლოო შედეგები

მე-7 კლასში მისაღები გამოცდის პირველადი შედეგების აპელაციის შემდეგ  შედეგები დარჩა უცვლელი.

მე-7 კლასში მისაღები გამოცდის საბოლოო შედეგების სანახავად გადადით ბმულზე

2023  წლის მე-7 კლასში მისაღები გამოცდის შედეგად სკოლაში ჩაირიცხება 130  საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე.

2023 წლის მისაღები გამოცდით, სკოლაში ჩაირიცხება ყველა ის მოსწავლე, რომელმაც მიიღო 35.7 ქულა და მეტი. 

 

მისაღები გამოცდით სკოლაში ჩასარიცხი მოსწავლეების სიის სანახავად გადადით ბმულზე

 

შაბათის სკოლის მე-3 მოდულის შემაჯამებელი წერით ჩასარიცხი მოსწავლეების სიის სანახავად გადადით ბმულზე 

 

კომაროვის სკოლაში გადმოსასვლელად,  მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა  განცხადება უნდა დაწეროთ სკოლის კანცელარიაში  1 აგვისტოდან 19 აგვისტოს ჩათვლით, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 12 სთ-დან 17:30-მდე.

 

მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ადგილზე წერს განცხადებას. გთხოვთ, თან იქონიოთ თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასურველია (დროის დაზოგვის მიზნით) გქონდეთ პირადობის დამატასტურებელი დოკუმენტის ასლიც.   

განცხადებაში აუცილებლად მისათითებელი იქნება მოსწავლის პირადი ნომერი (თუ, ზეპირად არ იცით, გთხოვთ, გქონდეთ ცალკე ამოწერილი) და სკოლა, რომელშიც სწავლობს მოსწავლე  (მშობელს ამ სკოლაშიც ექნება დასაწერი განცხადება). 

 განცხადების დაწერის უფლება აქვს მხოლოდ მშობელს ან ოფიციალურად აღიარებულ კანონიერ წარმომადგენელს (და, ძმა, ბებია, ბაბუა ან  სხვა პირი, თუ ოფიციალურად არ აქვს მინიჭებული კანონიერი წარმომადგენლის სტატუსი,  არ არის უფლებამოსილი).  

  

კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!

 


ზემოთ